Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ღლონტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. სწავლობდა მაჩხაანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1947 წლიდან ლექციებს კითხულობს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1962 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკია; იგი როგორც კვალიფიციური რუსთველოლოგი, 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს "ვეფხისტყაოსნის" პოეტიკის საკითხებზე; ფართოდაა ცნობილი მისი სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები: "ვეფხისტყაოსნის მხატვრული ენის სპეციფიკურობის პრობლემა", "ქართველი მწერლების მხატვრული ოსტატობის თავისებურებანი", "ვეფხისტყაოსნის" ფრაზეოლოგიური ლექსიკონი და სხვა; ამის გარდა იყო მიმდინარე ლიტერატურული პროცესების აქტიური მონაწილე - მისი საინტერესო კრიტიკული წერილები და რეცენზიები მკითხველის ცხოველ ინტერესს იწვევდა; მეცნიერ-რუსთველოლოგი, პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.351 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |