შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედიშერ მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1950 წელს(ვოკალური). 1952-1953წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ბარიტონი); 1953-1955წწ. ქ. ლენინგრადის მცირე საოპერო თეატრის სოლისტი; 1956-1964წწ. კვლავ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; გამოდიოდა სოლო კონცერტებით; რეპერტუარი, ქართული, ვოკალურ-ინსტრუმენტული: რ. ლაღიძე კანტატა "საქართველო", ს. მირიანაშვილის საესტრადო სიმღერები, სარომანსო ლირიკა; სხვა რეპერტუარი: რიგოლეტო, ჟერმონი, ამონასრო, დი ლუნა(ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა", "აიდა", "ტრუბადური"), მარსელი, სკარპია(პუჩინი "ბოჰემა", "ტოსკა"), ტონიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), ვალენტინი(გუნო "ფაუსტი"), ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), ალფიო(მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ტომსკი(ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"); გასტროლები: სსრკ-ს ქალაქები, გერმანია, პოლონეთი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 330 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |