Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანგელინა მიქაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნამოხვანი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი 1944 წელს(ვოკალური, საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1949 წელს(ვოკალური). 1949-1954წწ. იყო თბილისის რადიომაიწყებლობის კომიტეტის, 1954-1955წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1955 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი); ქართული რეპერტუარი: ლატავრა(ზ. ფალიაშვილი "ლატავრა"), ქეთო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), თინა(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"); ქართველ კომპოზიტორთა რომანსები, მათ შორის: არაყიშვილი "დედას", ტუსკია "ბარათი", შ. თაქთაქიშვილი "მაისის სიმღერა", ა. მაჭავარიანი "სამშობლოს", რ. გაბიჩვაძე "ივერიის მთებზე", "რუსთავიდან ქარი", ნ. გუდიაშვილი "ექსპრომტი", ო. თაქთაქიშვილი "გაზაფხული", "ჩვენი მერცხლები", რ. ლაღიძე "მაგონდება ჩუქურთმაში ყვავილი", ა. ჩიმაკაძე "იავნანა", დ. ჩხეიძე "პირველი თოვლი"; სხვა რეპერტუარი: მარფა(რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), ლაკმე(დელიბი "ლაკმე"); საოპერო და კამერული მომღერალი, კოლორატურული სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 332 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |