The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ მჟავია

ზურაბ მჟავია
Date of birth:18 February, 1950  (75 years)
Category:Composer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კონჭკათი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს(საკომპოზიციო).

ძირითადად მოღვაწეობს სასიმღერო ჟანრში; ფართო საზოგადოებამ გაიცნო სიმღერით "დეკემბერი, დეკემბერი", რომელიც მისი სავიზიტო სიმღერა გახდა, 1982 წელს "წლის საუკეთესო სიმღერად" აღიარეს; ასევე ჰიტად იქცა სიმღერა "ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო", რომელითაც მომღერალმა ა. ნიჟარაძემ პირველი ადგილი და გრან-პრი მოიპოვა საქართველოში, პრაღასა და ტალინის საერთაშორისო კონკურსებზე; მისი სიმღერები ქართული ესტრადის წამყვანი მომღერლების რეპერტუარშია: ნ. ბრეგვაძე, თ. წიკლაური, ნ. აბესაძე, მ. სეფაშვილი, თ. თათარაშვილი, თ. ჭოხონელიძე, თ. გვერდწითელი, ზ. კობეშავიძე; ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა, ტონი ომეილმა სიმღერა "ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო" თავის რეპერტუარში შეიტანა და ქართულად მღერის; თხზულებები: სიმფონია "დიოსკურია"(1980, პირველი შესრულება), სიმღერები, მათ შორის: "ხმალი ავლესოთ ქართველებო", "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", "ვაზის სიმფონია", "აღმაშენებელი თბილისს მობრძამდება", "ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო", "ნუ მწერ", "თბილისი იყო ურთიერთობა კეთილშობილთა ყრმათა", "რა ცოტა წყალი ჰყოფნით იებს სიცოცხლისათვის", "თქვენ ყველაფერი გშვენით", "ჰიმნი ახალ სიცოცხლეს", "დეკემბერი, დეკემბერი"; მათ შორის არაერთი წლის საუკეთესო სიმღერად იქნა აღიარებული; მუსიკა კინოფილმებისა და დრამატული თეატრისათვის.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 338; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.74

Member of Organizations

  • საქართველოს თეატრალური კავშირი, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშრი, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: