The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ყიფშიძე

იოსებ ყიფშიძე
Date of birth:25 August, 1882
Date of death:21 February, 1919  (at 36 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Linguist, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რგანი, ახლანდელი ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი 1911 წელს.

იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი; 1918-1919წწ. ქართული ენის კათედრის გამგე; სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა "აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში", კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე; აქ მან რუსულ ენაზე გამოაქვეყნა "ქართული ენის გრამატიკა" (1911); 1914 წელს პეტერბურგში გამოსცა "მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით"; 1915 წელს იყო  პრივატ-დოცენტი და აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე კითხულობდა ქართული ენის კურსს; 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში, მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში; იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს; აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: "დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ" (1911), "ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში" (1919-1920); აკაკი შანიძისა და მისი რედაქციით გამოქვეყნდა სულხან-საბა ორბელიანის "ქართული ლექსიკონი" (1928) და სხვა; მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (არქივი შემოსწირა თინათინ ყიფშიძემ 2001 წელს).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.361

Bibliography


Share: