შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ერქვანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1974), მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სასწავლებელი (1979), მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია (1991). სხვადასხვა დროს მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993-1998 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წლიდან იყო საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 2003 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (2000). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.92; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.282 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |