The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გოგუა

გურამ გოგუა
Date of birth:16 December, 1954  (70 years)
Category:Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმების სარეჟისორო ფაკულტეტი 1986 წელს; ქ. ლენინგრადის კინოფაკულტეტი ხმის რეჟისურის სპეციალობით 1989 წელს.

1971 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ხმის ოპერატორად; 2002-2010წწ. მუშაობდა ტელეკომპანია "იმედში" ხმის პროდიუსერად. ხმის რეჟისორი/ოპერატორია ფილმების: "გაზაფხული გადის" (1983), "ადამიაინთა სევდა"(1984), "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" (1985), "თეთრი დროშა" (1989), "მერცხლები და ბეღურები" (1991), "იავნანა"(1994), "ერთი მილიმეტრი"(1996), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"(1996), "ლუკას სახარება" (1998), "მატარებელი" (2001), "თბილისი-თბილისი" (2005) და სხვ.; გადაღებულია ფილმში: "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში"(1985). ხმის რეჟისორი, ოპერატორი. 

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Share: