| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნატრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1889-1895 წლებში გიორგი ნატრაძე კადეტთა კორპუსში უფროს ფერშლად მსახურობდა, შემდეგ დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1894 წელს (საყვირი), მოსკოვის კონსერვატორია (საკომპოზიციო), დავით სარაჯიშვილის სტიპენდიით. სტუდენტობის დროს მოსკოვში ქართველ სტუდენტთა მონაწილეობით გამართა ქართული ეროვნული საღამო-კონცერტი. საქართველოში დაბრუნებისთანავე შეკრიბა და ნოტებზე გადაიტანა ხალხური სიმღერები, შექმნა საკუთარი სამუსიკო ნაწარმოებები. ქართული ოპერის შესაქმნელად აგროვებდა მასალებს, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სკოლებსა და მუსიკალურ სასწავლებლებში (სიმღერა-გალობა, თეორიული საგნები); აგროვებდა ხალხურ სიმღერებს; ასწავლიდა ნიკო სულხანიშვილის. 1905 წლიდან იყო ახლად დაარსებული ქართული ფილარმონიული საზოგადოების გამგეობის წევრი და აქტიური მონაწილე, 1908 წელს ზაქარია ფალიაშვილთან ერთად დააარსა ამ საზოგადოების მუსიკალური სკოლა და სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა ქართული ფილარმონიული სკოლის ინსპექტორად, ასწავლიდა გალობას საქალაქო და ქართული ფილარმონიის საზოგადოების სკოლებში და სხვ. გარდაიცვალა ქოლერით. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 363; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.490-491
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

