| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ნატრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1889-1895 წლებში გიორგი ნატრაძე კადეტთა კორპუსში უფროს ფერშლად მსახურობდა, შემდეგ დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1894 წელს (საყვირი), მოსკოვის კონსერვატორია (საკომპოზიციო), დავით სარაჯიშვილის სტიპენდიით. სტუდენტობის დროს მოსკოვში ქართველ სტუდენტთა მონაწილეობით გამართა ქართული ეროვნული საღამო-კონცერტი. საქართველოში დაბრუნებისთანავე შეკრიბა და ნოტებზე გადაიტანა ხალხური სიმღერები, შექმნა საკუთარი სამუსიკო ნაწარმოებები. ქართული ოპერის შესაქმნელად აგროვებდა მასალებს, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სკოლებსა და მუსიკალურ სასწავლებლებში (სიმღერა-გალობა, თეორიული საგნები); აგროვებდა ხალხურ სიმღერებს; ასწავლიდა ნიკო სულხანიშვილის. 1905 წლიდან იყო ახლად დაარსებული ქართული ფილარმონიული საზოგადოების გამგეობის წევრი და აქტიური მონაწილე, 1908 წელს ზაქარია ფალიაშვილთან ერთად დააარსა ამ საზოგადოების მუსიკალური სკოლა და სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა ქართული ფილარმონიული სკოლის ინსპექტორად, ასწავლიდა გალობას საქალაქო და ქართული ფილარმონიის საზოგადოების სკოლებში და სხვ. გარდაიცვალა ქოლერით. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 363; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.490-491
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

