Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქარელი, ახლანდელი ქარელის რაიონი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1917 წელს. 1918 წლიდან მუშაობდა თსუ სამკურნალო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრაზე პირველ ასისტენტად და ფაკულტეტის სწავლულ მდივნად. 1935-1948წწ. იყო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე. 1959 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრას. ა. ნათიშვილთან ერთად გამოსცა "ადამიანის ნორმალური ანატომიის" სახელმძღვანელო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნაში. მან შეადგინა "რუსულ-ქართულ-ლათინური სამედიცინო ტერმინილოგია". ანატომი, ქართული სამედიცინო ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1945). 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.636; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.468 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |