Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1938 წელს. 1939-1959წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1944-1971წწ. მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (1956 წლიდან მცირე და გამოყენებით ხელოვნებათა განყოფილების გამგე). ნამუშევრები: სერია "ირმები" (1952-1960, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს სამხატვრო გალერეა, ავტორის ოჯახის კუთვნილება), კომპოზიციები ქართული ხალხური ზღაპრების თემებზე(მცირე, მრგვალი პლასტიკა, 1952-1955, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, ავტორის ოჯახის კუთვნილება), დეკორატიული პანო "მოსავლის აღება" (1953, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), კერამიკულ ფილებზე შესრულებული დეკორატიული კომპოზიცია "ბერიკაობა"(1957-1959, საქართველოს სამხატვრო გალერეა) და სხვ. ავტორია ნაშრომებისა ძველი ქართული კერამიკის შესახებ. მხატვარ-კერამიკოსი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.636; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.367; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.468 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |