Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მარუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქარელი, ტფილისის გუბერნია. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1933 წელს. მუშაობა დაიწყო ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცონო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1944-1959წწ. და 1962-89წწ. ინსტიტუტის დირექტორია; 1959-1962წწ. იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი, 1974 წლიდან საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პარაზიტოლოგია; დანერგა საქართველოში პარაზიტოლოგიის კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური მიმართულება; შეისწავლის ადამიანის პარაზიტულ დაავადებებს, ბრუცელოზს და ნაწლავთა ინფექციებს. საქართველოში პირველმა გამოავლინა აგრანულოციტოზი, ვისცერული და კანის ლეიშმანიოზის ბუნებრივი კერობრიობა, ადამიანის ტრიქონელოზი ე. წ. უსიყვითლო ლეპტოსპიროზი, ტოქსოპლაზმოზი, შემოტანილი შისტომატოზი. მარუაშვილის ხელმძღვანელობით ლიკვიდირებულია ჩვენში მალარია. ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი. თბილისში არის გ. მარუაშვილის სახელობის ქუჩა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.643; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.557 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |