The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი
Other name:მოლაყბე  (Pseudonym)
Date of birth:31 May, 1818
Date of death:14 February, 1875  (at 56 years)
Burial location:ხოჯივანქის სასაფლაო, თბილისი
Category:Ethnologist, Critic, Translator, Poet, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხელთუბანი, გორის რაიონი. 

1831-1836 სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში.

1837 წლიდან იმყოფებოდა სხვადასხვა სამოხელეო თანამდებობაზე. მ. თუმანიშვილს მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის და ჟურნალისტიკის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია; ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს ნ. ბარათაშვილთან ერთად მონაწილეობდა პოეზიის "ანთოლოგიის"შედგენაში (1833, გადაწერილია მისი ხელით); ხელმძღვანელობდა ხელნაწერი ჟურნალის "თბილისის გიმნაზიის ყვავილის" გამოცემას (1835, რუსულ ენაზე); ითვლებოდა თეატრის პირველ კრიტიკოსად საქართველოში; მის წერილებში, მოცემულია გ. ერისთავის თეატრის დაარსების ისტორია, მსახიობების დახასიათება, განხილულია პიესები. წერილებს ბეჭდავდა გაზეთებში: "კავკაზ", "დროება" და ჟურნალ "ცისკარში";  1857 წ-დან მოლაყბის ფსევდონიმით ჟურნალ "ცისკარში" იბეჭდება მისი ცნობილი ფელეტონები. თარგმნა ა. პუშკინის "ბახჩისარაის შადრევანი", "კავკასიის ტყვე" და სხვ.; მ. თუმანიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კავკასიის მუზეუმის ეთნოგრაფიული კაბინეტისა და რუსული გეოგრაფიული სზოგადოების განყოფილების მუშაობაში; მნიშვნელოვანი წერილები აქვს  საქართველოს ეთნოგრაფიაზე. მის მიერ შეგროვილი ეთნოგრაფიული კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცულ, ხოლო მ. თუმანიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.- გვ. 10; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.123; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131

Bibliography


Share: