Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ნონიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მ. პერინის სახელობის საბალეტო სტუდია. სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, პედაგოგი დ. ჯავრიშვილი, ა. ჩიხლაძე (ქორეოგრაფია); 1932-1934წწ. სწავლობდა სასცენო ხელოვნების უმაღლეს კურსებზე; 1934 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1939-1946წწ. საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1944-1966წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1950-1969წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი (ქართული ხალხური ცეკვები); 1963-1969წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; მოწაფეები: ნ. არობელიძე, ნ. გოძიაშვილი, მ. მახარაძე; ქართული რეპერტუარი, ქართული ცეკვები საბალეტო და საოპერო სპექტაკლებში: შ. თაქთაქიშვილი "მალთაყვა", გრ. კილაძე "სინათლე", ა. ბალანჩივაძე "მთების გული", დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის", ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი", შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"; ცეკვების დადგმები საოპერო სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", ა. ბალანჩივაძე "არსენა"; ცეკვები: "ქართული", "მთიულური", "ლეკური", "კინტოური", "ხორუმი". გასტროლები: ინგლისი, ნორვეგია, აშშ (სახელმწიფო ანსამბლთან ერთად). ბალეტის მოცეკვავე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 370; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.65 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |