The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ნონიაშვილი

სერგო ნონიაშვილი
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1917
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 1969  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მ. პერინის სახელობის საბალეტო სტუდია.

სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, პედაგოგი დ. ჯავრიშვილი, ა. ჩიხლაძე (ქორეოგრაფია); 1932-1934წწ. სწავლობდა სასცენო ხელოვნების უმაღლეს კურსებზე; 1934 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1939-1946წწ. საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1944-1966წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1950-1969წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი (ქართული ხალხური ცეკვები); 1963-1969წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; მოწაფეები: ნ. არობელიძე, ნ. გოძიაშვილი, მ. მახარაძე; ქართული რეპერტუარი, ქართული ცეკვები საბალეტო და საოპერო სპექტაკლებში: შ. თაქთაქიშვილი "მალთაყვა", გრ. კილაძე "სინათლე", ა. ბალანჩივაძე "მთების გული", დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის", ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი", შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"; ცეკვების დადგმები საოპერო სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", ა. ბალანჩივაძე "არსენა"; ცეკვები: "ქართული", "მთიულური", "ლეკური", "კინტოური", "ხორუმი". გასტროლები: ინგლისი, ნორვეგია, აშშ (სახელმწიფო ანსამბლთან ერთად). ბალეტის მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 370; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.65

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: