The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ნონიაშვილი

სერგო ნონიაშვილი
Date of birth:31 May, 1917
Date of death:28 October, 1969  (at 52 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მ. პერინის სახელობის საბალეტო სტუდია.

სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, პედაგოგი დ. ჯავრიშვილი, ა. ჩიხლაძე (ქორეოგრაფია). 1932-1934 წლებში სწავლობდა სასცენო ხელოვნების უმაღლეს კურსებზე, 1934 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი. 1939-1946 წლებში საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი. 1944-1966 წლებში საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტია. 1950-1969 წლებში თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი (ქართული ხალხური ცეკვები). 1963-1969 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი. მოწაფეები: ნ. არობელიძე, ნ. გოძიაშვილი, მ. მახარაძე; ქართული რეპერტუარი, ქართული ცეკვები საბალეტო და საოპერო სპექტაკლებში: შ. თაქთაქიშვილი "მალთაყვა", გრ. კილაძე "სინათლე", ა. ბალანჩივაძე "მთების გული", დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის", ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი", შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"; ცეკვების დადგმები საოპერო სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", ა. ბალანჩივაძე "არსენა". ცეკვები: "ქართული", "მთიულური", "ლეკური", "კინტოური", "ხორუმი". გასტროლები: ინგლისი, ნორვეგია, აშშ (სახელმწიფო ანსამბლთან ერთად). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით, აგრეთვე საქართველოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებით. ბალეტის მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 370; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.65; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ. 241-242

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: