| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ნონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მ. პერინის სახელობის საბალეტო სტუდია. სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, პედაგოგი დ. ჯავრიშვილი, ა. ჩიხლაძე (ქორეოგრაფია). 1932-1934 წლებში სწავლობდა სასცენო ხელოვნების უმაღლეს კურსებზე, 1934 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი. 1939-1946 წლებში საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი. 1944-1966 წლებში საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტია. 1950-1969 წლებში თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი (ქართული ხალხური ცეკვები). 1963-1969 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი. მოწაფეები: ნ. არობელიძე, ნ. გოძიაშვილი, მ. მახარაძე; ქართული რეპერტუარი, ქართული ცეკვები საბალეტო და საოპერო სპექტაკლებში: შ. თაქთაქიშვილი "მალთაყვა", გრ. კილაძე "სინათლე", ა. ბალანჩივაძე "მთების გული", დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის", ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი", შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"; ცეკვების დადგმები საოპერო სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", ა. ბალანჩივაძე "არსენა". ცეკვები: "ქართული", "მთიულური", "ლეკური", "კინტოური", "ხორუმი". გასტროლები: ინგლისი, ნორვეგია, აშშ (სახელმწიფო ანსამბლთან ერთად). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით, აგრეთვე საქართველოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებით. ბალეტის მოცეკვავე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 370; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.65; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ. 241-242 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

