შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან გლურჯიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1989-1991წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე; 1990-1996წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1993 წლიდან ეწევა აქტიურ სარეჟისორო მოღვაწეობას კინოსა და თეატრში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ნოკტიურნი" (1995), "ოსკარი" (1995), "სხვისი სახლი" (2016); სცენარის ავტორია ფილმების: "ოსკარი" (1995), "ნოკტიურნი" (1995); პროდიუსერია ფილმის: "აპრილის სუსხი (2010); კომპოზიტორია ფილმის: "ნოკტიურნი"(1995). 2017 წელს მისი ფილმი "სხვისი სახლი" წარდგენილი იყო ამერიკის ეროვნული კინოაკადემიის პრემია "ოსკარზე", საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში. მიღებული აქვს 25-ზე მეტი ჯილდო, მისმა ფილმმა "სხვისი სახლი" არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა: ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი, "Российской газета"-ს პრიზი სახალინის VI საერთაშორისო კინოფესტივალ "Край света" (რუსეთი), თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის (2016), კარლოვი ვარის 51-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის "East of the West" პრიზი "ბროლის გლობუსი" (2016), ბერგენის IFF პრიზი (ნორვეგია) ექსტრაორდინალური კინო ფილმისთვის (2016), რუსული კინოს აკადემიის პრემია "ნიკა" (2017). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |