შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ექვთიმე (არქიმანდრიტი)![]()
ბიოგრაფიაგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტი 1775-1804 წლებში. იყო ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში დიდად განსწავლული, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე დაახლოებული პირი, სამეურნეო-ეკონომიკური საქმეების კარგი ორგანიზატორი. ექვთიმემ ააშენა ლეკების მიერ გადამწვარი სოფელი ხაშმი. აშენებდა ვენახებს, წისქვილებს, მიწაზე ასახლებდა უმიწაწყლო, გადმოხვეწილ გლეხებს. მისი ინიციატივით იოანე ნათლისმცემლის მონასტერს გადაეცა არაერთი ყოფილი სამეფო მამული. ექვთიმეს თაოსნობით სავანეში ითარგმნებოდა სასულიერო ლიტერატურა. მან საბა ნინოწმინდელის დავალებით, დაწერა წმინდა ნინოს საგალობლები. 1797 წელს, როდესაც თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, უდაბნოს ბერები, ექვთიმეს ხელმძღვანელობით, ეხმარებოდნენ ავადმყოფ და უპოვარ ხალხს. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ, ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე წმინდანად შერაცხა. ღირსი ექვთიმეს ხსენების დღეა 8 (21 აგვისტო). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.114
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |