Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა მაჭავარიანი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს; 1946 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკური ორდინატურა. მუშაობა დაიწყო გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1957-1942წწ. იყო ამავე ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიური ლაბორატორიის გამგე; ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს III ქირურგიული განყოფილების გამგე; 1962-1967წწ. რეანიმაციის ლაბორატორიის, ხოლო 1967-1988წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რეანიმაციის საპრობლემო ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1973 წლიდან ჩამოაყალიბა სამედიცინო ინსტიტუტის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრა და 1973-1988წწ. იყო მისი გამგე; მას ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი: ორი სახელმძღვანელო და სამი მონოგრაფია (ერთი მათგანი - "რეანიმაცია" ამ ტიპის პირველი მონოგრაფიაა საქართველოში). რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, რეანიმაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1972). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.650; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 611 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |