Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე იალღუზიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზალადა, ცხინვალის რაიონი. დაიბადა აზნაურის ოჯახში. მან ჩინებული სასულიერო განათლება მიიღო ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე. იყო ქართული, ოსური და რუსული ენების შესანიშნავი მცოდნე. ეწეოდა პედაგოგიურ და მისიონერულ საქმიანობას. მან დიდი როლი ითამაშა კავკასიონის სამხრეთით მცხოვრები ოსების გაქრისტიანებაში. ქართული გრაფიკის საფუძველზე, იოანე იალღუზიძემ შექმნა ოსური ანბანი(1802). ამ ანბანს იყენებდნენ როგორც კავკასიონის სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ოსები. ქართულიდან ოსურ ენაზე გადათარგმნა "კატეხიზმო", "ღვთისმსახურება". მისი გარდაცვალების შემდეგ ქართული ალფაბეტი ცარიზმის რუსიფიკატორული რეჟიმის შედეგად რუსული ანბანით შეიცვალა. ი. იალღუზიძემ ოსების ისტორიული წარსული გააცოცხლა პოემა "იალღუზიანში". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 44 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |