Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ლალიევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ი. გუბკინის სახელობის მოსკოვის ნავთობის ინსტიტუტი 1934 წელს. 1932-1934წწ. მუშაობდა ნავთობის საკავშირო გეოლოგიურ საძიებო ინსტიტუტში (მოსკოვი). 1934-1955წწ. - ''საქნავთობის'' სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1947-1950წწ. - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1947 წელს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1955 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობის საბადოების ძებნა-ძიების და ბურღვის კათედრის გამგე; 1973 წლიდან გარდაცვალებამდე - საწარმოო გაერთიანება ''საქნავთობის'' მთავარი გეოლოგი და გენერალური დირექტორის მოადგილე. მისი შრომები ეხება საქართველოს კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფიასა და ნავთობის გეოლოგიას; ჩორდის ბარიტის საბადოსა (1969) და სამგორის საბადოს (1988) პირველაღმომჩენი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიისა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ორ ათეულზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. დაჯილდოებული იყო სსრკ ორდენებითა და მედლებით. მენავთობე, გეოლოგ-მინერალოგიული მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1955). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.113; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.185-186; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.273 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |