Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ მენაბდე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუნებისკარი, ოზურგეთის რაიონი. 1923 წლიდან მუშაობდა თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილებაში; 1930 წლიდან საქართველოს ცენტრალურ სელექციის სადგურში. 1938-1960წწ. იყო ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1938 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის კულტურული ფლორის განყოფილების დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი. მან გამოავლინა მარცვლოვანი კულტურების უნიკალური ფორმები. მის მიერ გამოყვანილი ხორბლის 4 და ქერის 1 ჯიში დაინერგა წარმოებაში. დაადასტურა, რომ საქართველო ხორბლის კულტურის უძველესი კერაა; შეიმუშავა ხორლის გენეზისის სქემა, სადაც სრულად ასახა ქართული ხორბლის როლი და ადგილი ამ მცენარის გაკულტურების პროცესში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1946), პროფესორი (1950), გენეტიკოს-სელექციონერი, საქართველოს კულტურული ფლორის მკვლევარი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.658; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.6.-თბ.,1983.-გვ.568 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |