The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მეჟიროვი

ალექსანდრე მეჟიროვი
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:22 მაისი, 2009  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზამოსკვორეჩიე, ისტორიული რაიონი ქ. მოსკოვში.

არის ქართული კულტურის მეგობარი და ქართული პოეზიის ნაყოფიერი მთარგმნელია. საქართველოსადმი მიძღვნილი მისი ლექსებიდან აღსანიშნავია "ქართული ცეკვა ხმლებით", "გზა", "ციხესიმაგრე", "საგურამოს სიმღერა" და სხვა. თარგმნა გრ. აბაშიძის, ხ. ბერულავას, კ. კალაძის, ა. მირცხულავას, ი. ნონეშვილის და სხვა ნაწარმოებები. მისი თარგმანები გამოქვეყნებულია ცალკე წიგნებად ("ქართველი პოეტების ლექსები", 1952; "მეგობრების წიგნი", 1956; "ლექსები და თარგმანები", 1962). მან თარგმნა და ცალკე წიგნად გამოიცა ი. აბაშიძის "პალესტინა, პალესტინა", "რუსთაველის ნაკვალევზე"(1965).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.660

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • 1994 - ბილ კლინტონის ჯილდო
  • 1987 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1886 - სსრკ სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ფოთოლცვენა : ლექსები (მთარგმნელი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1988. - 93გვ.
  • Теснина : Из груз. поэзии : Переводы : Лирика разных лет (მთარგმნელი). - Тбилиси, Мерани, 1984. - 511 с.
  • Стихи и переводы (მთარგმნელი). - Тбилиси, Заря Востока, 1962. - 386 с.
  • Книга друзей : Переводы стихов грузинских поэтов (მთარგმნელი). - Тбилиси , Заря Востока, 1956. - 239 с.
  • Стихи грузинских поэтов : Книга переводов (მთარგმნელი). - Тбилиси, Заря Востока, 1952. - 183с.

გააზიარე: