The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარაზ-ბაკური (ქართლის მეფე)

დაბადების თარიღი:3??
გარდაცვ. თარიღი:3??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ვარაზ-ბაკური, ვარაზ-ბაქარი იყო ქართლის მეფე IV საუკუნის 70-80-იან წლებში. ჩვეულებრივ აიგივებენ ამიანე მარცელინუსთან მოხსენიებულ ასფაგურთან, რომელიც 368 წელს რომაელთა მომხრე საურმაგის განდევნის შემდეგ გაამეფეს ირანელებნა. 370 წელს ვარაზ-ბაკური იძულებული გახდა დაებრუნებინა საურმაგისათვის მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს ვარაზ-ბაკურმა ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართლის წყაროების თანახმად, ვარაზ-ბაკურის დროს ირანელებმა პირველად დახარკეს ქართლი. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი. ვარაზ-ბაქარის (379-393) დროს სპარსეთის ერისთავი აოხრებს სომხეთსა და ქართლს. აშენებს ტფილისის ციხეს და მოხარკედ გახდის ვარაზ-ბაქარს. ასევე ჩამოართმევს რანს და მოვაკნეთს და მძევლად აიყვანს ფეროზის ოჯახს. კლარჯეთი უერთდება ბერძნებს და საზღვარი იწევს არსიანის მთამდე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.166


გააზიარე: