The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.
The dictionary is supported by the National Library of Georgia.
The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.
ვარაზ-ბაკური,ვარაზ-ბაქარი იყო ქართლის მეფე IVსაუკუნის 70-80-იან წლებში. ჩვეულებრივ აიგივებენ ამიანე მარცელინუსთანმოხსენიებულ ასფაგურთან, რომელიც 368 წელს რომაელთა მომხრე საურმაგისგანდევნის შემდეგ გაამეფეს ირანელებნა. 370 წელსვარაზ-ბაკური იძულებული გახდა დაებრუნებინა საურმაგისათვის მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს ვარაზ-ბაკურმა ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართლის წყაროების თანახმად, ვარაზ-ბაკურის დროს ირანელებმა პირველად დახარკეს ქართლი. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი. ვარაზ-ბაქარის (379-393) დროს სპარსეთის ერისთავი აოხრებს სომხეთსა და ქართლს. აშენებს ტფილისის ციხეს და მოხარკედ გახდის ვარაზ-ბაქარს. ასევე ჩამოართმევს რანს და მოვაკნეთს და მძევლად აიყვანს ფეროზის ოჯახს. კლარჯეთი უერთდება ბერძნებს და საზღვარი იწევს არსიანის მთამდე.