The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნატალია პაპინაშვილი

ნატალია პაპინაშვილი
Date of birth:24 April, 1944
Date of death:6 March, 2020  (at 75 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1962 წელს.

1962-1968წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 1965-1967წწ. სტაჟირება გაიარა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, პედაგოგი ნ. დუდინსკაია, კ. სერგეევი; სხვადასხვა დროს იყო ქ. ერევნისა და ქ. ყაზანის თეატრების საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 1988 წელს ქ. ქუთაისის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი; 1988-1990წწ. სანქტ-პეტერბურგის ცეკვის აკადემიაში მიიღო პედაგოგის კვალიფიკაცია, ხელმძღვანელი ი. ტროფიმოვა; 1990 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას აშშ-ში (1990-1992), ჰოლანდიაში (1993), გერმანიაში (1995), კანადაში (1999); პარალელურად 1990 წლიდან დღემდე ქ. ოსლოში (ნორვეგია) "ბარდერ დანს აკადემიის" პედაგოგი; მოწაფეები: ე. გლურჯიძე, რ. რეფლინგი, ს. კრაალი, ტ. კარტერი; ქართული რეპერტუარი: ჯავარა (დ. თორაძე "გორდა"), თამარი (ს. ცინცაძე "დემონი"), შველი (ბ. კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები"); სხვა რეპერტუარი: რიჩი (გერშვინი "რაფსოდია-ბლუზი"), ჩელიტა, ჰამზათი (მინკუსი "დონ კიხოტი", "ბაიადერა"), ჟიზელი (ადანი "ჟიზელი"), ოდეტა-ოდილია (ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), კოპელია (დელიბი "კოპელია"), პასკუალა (კრეინი "ლაურენსია"), სარი (ყარა-ყარაევი "ქუხილის ბილიკით"); გასტროლები: რუსეთი, პოლონეთი, უნგრეთი, იაპონია. მიღებული აქვს ს. დიაგილევის სახელობის დიპლომი (რუსეთი, 1997).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 387

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: