Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ზედგინიძე![]()
Biographyერეკლე II-ის თანამებრძოლი XVIII ს. 50-იან წლებში. 1752 წლის აპრილში განჯასთან ქართველთა დამარცხების შედეგ შაქის მმართველი აჯი ჩალაბი თბილისზე აპირებდა გალაშქრებას. ერეკლე II საგანგებო სამზადისს შეუდგა: ზ. ზედგენიძე იმიერკავკასიაში, დიდ ჩერქეზეთში გაგზავნა ჯარის დასაქირავებლად, თბილისისა და მისი სანახების დასაცავად კი მოქალაქეთა 3-ათასიანი კარგად აღჭურვილი საგანგებო რაზმი შექმნა, სამეფო ხაზინის ოქრო-ვერცხლი გადაადნობინა და ფული მოაჭრევინა დაქირავებულთა გასასტუმრებლად. მან დავალება წარმატებით შეასრულა. 1752 წლის 1 სექტემბერს თულქითეფესთან ბრძოლაში (ყაზახ-შამშადილის საზღვარზე) ქართველებმა ერთიანად გაჟლიტეს აჯი ჩალაბის ჯარი. ამ გამარჯვებაში მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.648
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |