შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ვარდიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არალი, ყოფილი ახალციხის მაზრა. დაიბადა XIX საუკუნის ბოლოს. თავდაპირველად მოღვაწეობდა პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ სტამბოლში დაარსებულ(XIX საუკუნის 60-იანი წლები) ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. თანამშრომლობდა ევროპაში არსებულ "საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულ კომიტეტთან", ხოლო 20-იანი წლებიდან პარიზში დაარსებულ "თეთრი გიორგის" ორგანიზაციასთან. 1921 წლიდან დიდ დახმარებას უწევდა ქართულ ემიგრაციას სტამბოლში. II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს თურქემბა შეიპყრეს და გაასახლეს. შემდეგ მოღვაწეობდა ბეირუთში, სან-ჟოზეფის უნივერსიტეტში, სადაც არაბულ ენაზე გამოსცა 2 ბროშურა საქართველოს შესახებ. ფრანგულიდან ქართულად თარგმნა და სტამბოლში გამოსცა ევგენი დალეჯიო დ'ალესიოს წიგნი "ქართველები კონსტანტინეოპოლში" და რ. ჟანენის წიგნი "ქართველები იერუსალიმში" (ორივე 1921 წელს). მისი შრომები სისტემატურად იბეჭდებოდა უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. გარდა სამეცნიერო ნაშრომებისა მას ეკუთვნის პატრიოტული ხასიათის ლექსები "ჩემი ლოცვა" (1950), "წმინდა ნინოს" (1951). სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე. გარდაიცვალა ქალაქ ბეირუთში (ლიბანი) XX საუკუნის 50-იან წლებში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.171; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.138; შალვა ვარდიძე / ნატო ყრუაშვილი // საბა : საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე.-თბ., 2023.-დეკემბერი.-N12 (336).-გვ.14-15 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |