Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანაბა მაჰომედოვა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ყუბაჩი, დაღესტნის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო (ყოფ. სტროგანოვის) სასწავლებლის ლითონის მხატვრული დამუშავების კურსები 1952 წელს. 1935-2000წწ. ცხოვრობდა თბილისში; 1959-1967წწ. მუშაობდა პედაგოგად თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1956 წიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მისი ნამუშევრები: შოთა რუსთაველისა (1965) და ა. დიურერის (1970) პორტრეტები; "მხატვარი და ბუნება" (ეძღვნება ე. ახვლედიანს, 1977), "მხატვრის ცხოვრება" (ეძღვნება დ. კაკაბაძეს, 1977), "ლ. გუდიაშვილი" (1982); ხანჯალი "თბილისი - 1500 წელი" (1958) და სხვა. მონაწილეობდა მინანქრის I საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში (თბილისი, 1973). მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული გამოყენებითი ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. იყენებდა სევადის, გრავირების, ზარნიშის, ცვრის, ფილიგრანის, ტიხრული და გამჭვირვალე მინანქრის, ჭედურობის, ინკრუსტაციის ტექნიკას. მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმებში, აღმოსავლეთის ხელოვნების სახელმწიფო (მოსკოვი), მაჰაჩყალის მხარეთმცოდნეობისა და ხელოვნების, სანქტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიულ, სტამბოლის, ნიურნბერგის დიურერის მუზეუმებში და სხვ., ასევე კერძო კოლექციებში. ავტორია წიგნების: "მე ყუბაჩელი ვარ" (მაჰაჩყალა, 1968), "ტრადიციების კვალდაკვალ" (თბილისი, 1971), "ცხოვრების ჩუქურთმები" (მოსკოვი, 1975), "ოქრომჭედლის საჭრეთელი" (მაჰაჩყალა, 1976). ოქრომჭედელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.652; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.217; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 628-629 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |