The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მერაბიშვილი

კონსტანტინე მერაბიშვილი
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1991  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1930 წელს.

მისი პედაგოგი იყო ი. ნიკოლაძე. 1934 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში (1944 წლიდან პროფესორი). ძირითადად მონუმენტალისტია, ამასთან ერთად მუშაობს პორტრეტულ ქანდაკებაში. 1937 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ძეგლის კონკურსში. მონუმენტი დაიდგა 1942 (ქვა, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943; 1989 ფიგურა ჩამოისხა ბრინჯაოში). ძირითადი ნამუშევრები: გ. დიმიტროვი (1972წ., მოსკოვი, მ. მერაბიშვილთან ერთად), მირზა ფათალი ახუნდოვი (1958, ბრინჯაო), ი. თარხნიშვილი (1971, ბრინჯაო). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შექმნა ი. თარხნიშვილის, დ. მენდელეევის, გ. ნიკოლაძის, ა. რაზმაძის ბიუსტები (ბრინჯაო, ყველა 1948), მასევე ეკუთვნის მ. თოიძის (1946, ბრინჯაო), ი. ნიკოლაძის (1946, ქვა), მ. სარაიანის (1952, ბრინჯაო), ო. დიმიტრიადის (1952, ბრინჯაო), შ. ამირანაშვილის (1957, მარმარილო), ნ. მუსხელიშვილის (1961, ბრინჯაო), ი. აბაშიძის (1990, თაბაშირი) და სხვა სკულპოტურული პორტრეტები. 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.660

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ სამხატვრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1971-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: