| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე მერაბიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1930 წელს. მისი პედაგოგი იყო ი. ნიკოლაძე. 1934 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში (1944 წლიდან პროფესორი). ძირითადად მონუმენტალისტია, ამასთან ერთად მუშაობს პორტრეტულ ქანდაკებაში. 1937 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ძეგლის კონკურსში. მონუმენტი დაიდგა 1942 (ქვა, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943; 1989 ფიგურა ჩამოისხა ბრინჯაოში). ძირითადი ნამუშევრები: გ. დიმიტროვი (1972წ., მოსკოვი, მ. მერაბიშვილთან ერთად), მირზა ფათალი ახუნდოვი (1958, ბრინჯაო), ი. თარხნიშვილი (1971, ბრინჯაო). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შექმნა ი. თარხნიშვილის, დ. მენდელეევის, გ. ნიკოლაძის, ა. რაზმაძის ბიუსტები (ბრინჯაო, ყველა 1948), მასევე ეკუთვნის მ. თოიძის (1946, ბრინჯაო), ი. ნიკოლაძის (1946, ქვა), მ. სარაიანის (1952, ბრინჯაო), ო. დიმიტრიადის (1952, ბრინჯაო), შ. ამირანაშვილის (1957, მარმარილო), ნ. მუსხელიშვილის (1961, ბრინჯაო), ი. აბაშიძის (1990, თაბაშირი) და სხვა სკულპოტურული პორტრეტები. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930 წლიდან – ქართული სახვითი ხელოვნება (1937, მოსკოვი, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა); დიდი სამამულო ომი (1942, თბილისი, ახლანდელი დ. შევარდნაძის სახ. საქართველოს ეროვნული გალერეა); საქართველოს სახვითი ხელოვნება (1958, მოსკოვი). მისი ნაწარმოებები დაცულია შ. ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გ. ლეონიძის სახელობის საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში; ბორჯომისა და დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, ა. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.660; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

