The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან III დადიანი

Legal name:ლევან დადიანი
Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Nobleman, Royalty

Biography

1661-1680წწ. ოდიშის მთავარი, ლევან დადიანის ძმის იესეს ძე; თავდაპირველად შამადავლე ერქვა; ტახტზე ავიდა ქართლის მეფის ვახტანგ V -ის დახმარებით და თავისი ბიძის პატივსაცემად ლევანი დაირქვა; ცოლად ჰყავდა ვახტანგ V-ის დისწული თამარი; 1663 წელს ლევან III თავს დაესხა იმერეთის მეფეს ბაგრატ IV-ს, მაგრამ დამარცხდა; ბაგრატ IV-მ მას წაართვა მეუღლე და თვითონ შეირთო; ეს ფაქტი გახდა მათ შორის შეურიგებელი ბრძოლის მიზეზი; 1672 წელს ოდიშის სამთავროს შეესივნენ ოსმალები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ლევან III -ის ტახტიდან ჩამოგდებას და მის ნაცვლად თავიანთი კაცის მთავრად დასმას; ლევან III რუხის ციხეში ჩაიკეტა და ოსმალებმა მისი აღება ვერ მოახერხეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.157; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.320



Share: