შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლაამ (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1895 წელს. 1897 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და განამწესეს სოფ. კავთისხევის ეკლესიის წინამძღვრად. 1899-1914 წლებში იყო ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელთმთავარი. 1914 წელს საქართველოს ეგზარქოსის მიერ ვარლაამ მიტროპოლიტი გადაყვანილ იქნა ერევნის საოსტატო სემინარიისა და ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად და სემინარიის კარის ეკლესიის მღვდლად. 1915 წელს იყო ყარსის ოთხი სამხედრო ჰოსპიტლის, ხოლო 1916 წელს ერევნის ჰოსპიტლის მღვდელი. 1918 წელს დაინიშნა თბილისის №1 საქალაქო გიმნაზიისა და ვაჟთა №7 გიმნაზიის პედაგოგად. 1919 წლის 12 აპრილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. 1926 წლის 7 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მარგვეთის ეპისკოპოსად. 1929 წელს გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1930 წლის 25 ოქტომბერს ვარლაამ მიტროპოლიტს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი. 1934-1937 წლებში, სამღვდელოების დევნისას, იყო უეპარქიოდ. 1937 წლის 7 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტად, იმავე წელსვე გადაასახლეს. გარდაიცვალა გადასახლებაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.177
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |