Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მელქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1966 წელს. 1953-1960წწ. მუშაობდა საქართველოს ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად, კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1960 წლიდან მუშაობს კომპანია "ქართულ ტელეფილმში". 1960 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში ოპერატორად. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ტელეფილმების სტუდიაში გადაიღო რამდენიმე მხატვრული და 70-ზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული მუსიკალური ფილმი და საფონდო სიუჟეტი. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "კვლავ მივლინებაში" (1963), "ჩვენი ქალაქი"(დოკუმენტური, 1964), "ძმები ერქომაიშვილები" (დოკუმენტური, 1966), "მზიური" (1973), "მწირი" (1976), სატელევიზიო დოკუმენტური სერიალი "გზა" (რ. ბატატუნაშვილსა და გ. სარაჯიშვილთან ერთად; რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1983), "მღერის მედეა ძიძიგური" (დოკუმენტური, 1981), "პალესტინის სიძველეთა საიდუმლოება" (1967), "რუსთაველის ნაკვალევზე" (1968), "ვინ თესავს ქარს" (1969, სამივეს რეჟ. გ. პატარაია), "ორერა" სრული სვლით!» (1970), "ნორვეგიის ფიორდები" (1975), "მალტა" (1975), "ვენეცია" (1975, სამივეს რეჟ. გ. ბარნაველი), "მსაჯი" (ჯ. ყურაშვილთან ერთად, რეჟ. გ. ჩირაძე, 1981) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი: geocinema.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |