შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგეი პროკოფიევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სონცოვკა, რუსეთი. 1904–1909წწ. სწავლობდა სანკტ–პეტერბურგის კონსერვატორიაში, პედაგოგები ა. კ. ლიადოვი(კომპოზიცია), ნ. ა. რიმსკი–კორსაკოვი(ინსტრუმენტობა), ნ. ნ. ჩერეპნინი(დირიჟორობა), ა. ნ. ესიპოვა(ფორტეპიანო). 1941–1942წწ. იყო თბილისში; 1933 წლის 13 მაისს შ. რუსთაველის სახელობის მცირე დარბაზში გამართა საავტორო კონცერტი, სადაც შეასრულა საკუთარი ნაწარმოებები: საფორტეპიანო კონცერტი N2, N3, "წამიერებანი", "სარკაზმები", "მოხუცი ბებიას ზღაპრები", ეტიუდები, "მოზღვავება", სავიოლინო სონატა(მევიოლინე ბორის სიბორი), ამავე წლის 17 მაისს, ე. მიქელაძის დირიჟორობით შეასრულა საკუთარი საფორტეპიანო კონცერტი N3(პირველი შესრულება თბილისში), უდირიჟორა აგრეთვე სიუიტას საკუთარი ბალეტიდან "რომეო და ჯულიეტა", მარშს ოპერიდან "სამი ფორთოხლის სიყვარული"; თბილისში დაიწერა მისი ოპერის "ომი და მშვიდობა" უვერტიურა, ამავე ოპერის I რედაქცია, საფორტეპიანო სონატა N7; პირველი მუსიკისმცოდნე ვინც პრესაში პროკოფიევს უწოდა კლასიკოსი იყო გ. ორჯონიკიძე; სერგეი პროკოფიევის მუსიკას ფართო ადგილი უკავია ქართველ მუსიკოს–შემსრულებელთა რეპერტუარში; თბილისის საოპერო სცენაზე დაიდგა: ოპერები: "Семен Котко", "Любовь к трем апелсинам", "Обручение в монастыре", "Огненный ангел"; ბალეტები: "Ромео и Джульетта", "Золушка", "Блудный сын"; პროკოფიევისადმი მიძღვნილი პირველი მონოგრაფიის ავტორია Орджоникидзе Г. "Фортепианные сонаты Прокофьева", М., 1962; რუსი პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 393 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |