Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან მეტრეველი![]()
Biographyდაიბადების ადგილი: სოფელ უწერა, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1941 წელს. სწავლის პარალელურად მუშაობდა თბილისის ელექტროგანათებათა ტრესტში; 1956 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრიფიკაციის მთავარ სამმართველოს; მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრიფიკაციის განვითარების გენერალური გეგმა; 1961-1974 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია, მისი ხელმძღვანელობით და ძალისხმებით ინსტიტუტი წამყვან სამეცნიერო – კვლევით ცენტრად გადაიქცა, ინსტიტუტთან შეიქმნა თელეთის მეცხოველეობის ექსპერიმენტული მეურნეობა; 1974-1983 წწ. საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი; 1956 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტში, 1979-1989 წლებში ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრას, იყო ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტის შექმნის ინიციატორი. 1983-1990 წწ. სრულიად საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარე და მეცნიერული უზრუნველყოფის დარგში საქართველოს სასოფლო – სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; ამ პერიოდში მან მოამზადა ნიადაგი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აღსადგენად, ხოლო 1990 წელს, აკადემიის აღდგენის შემდეგ, იგი აირჩიეს ამ აკადემიის პრეზიდენტად; მისი ინიციატივით შეიქმნა სამეცნიერო უზრუნველყოფის ცენტრები რეგიონებში, მდგრადი განვითარების კონცეფციიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა შესაბამისი სამეცნიერო დანაყოფები, მათ შორის, აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა და განხორციელდა "საქართველოს სოფლის ელექტრიფიკაციის გენერალური სქემა"; იგი 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორისაა რამდენიმე მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო; მის სახელზეა გაცემული 12 ქვეყნის 30-ზე მეტი საავტორო მოწმობა და პატენტი, რომელთა უმეტესობა გამოიყენება სასოფლო – სამეურნეო წარმოების პრაქტიკაში; საქართველოს ენციკლოპედიის, საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სადისერტაციო საბჭოებს; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.666; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია: gaas.dsl.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.376 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |