Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ჟღენტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედი" 1957 წელს(ჰობოი), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს(მუსიკის თეორია). 1957-1958წწ. იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი(ჰობოი), 1957-1963წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრის მუსიკოსი(ჰობოი); 1959-1966წწ. "ქართული ხალხური სიმღერების შემსწავლელი ანსამბლის" მომღერალი(ხელმძღვანელი ზ. ჩიქოვანი); 1961-1967წწ. ქ. თელავის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1964-1966წწ. თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(თეორიული საგნები); 1966 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(მუსიკის თეორიის საგნები), 1981 წლიდან მუსიკის თეორიის კათედრის გამგე, 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 2013 წლიდან სრული პროფესორი, 2013-2014წწ. კონსერვატორიის სენატორ-წევრი; 2002-2005წწ. მოქმედებდა მის მიერ დაარსებული "მუსიკალურ-თეორიული დისციპლინების მეთოდიკის საკითხების" ყოველწლიური კონფერენცია; თბილისის კონსერვატორიის ყველა ფაკულტეტის სტუდენტთათვის დააარსა ჰარმონიის კურსში მოდალური სისტემისა და თანამედროვე ჰარმონიის საკითხები; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს ხალხური მრავალხმიანი სიმღერების ჰარმონია", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 397
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |