Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე რიაზანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ნარვა, ესტონეთი. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია 1925 წელს(საკომპოზიციო). მეცადინეობდა ნ. ა. სოკოლოვთან, ლ. ვ. ნიკოლაევთან, მ. ო. შტეინბერგთან; მუსიკალური გამომცემლობის "Тритон"-ის პასუხისმგებელი რედაქტორი, ლენინგრადის თეატრისა და კინოს ისტორიის ხალხური შემოქმედების კაბინეტის გამგე(1940-1941); 1925-1942წწ. იყო ლენინგრადის კონსერვატორიის პედაგოგი, 1935 წლიდან პროფესორი, 1939-1942წწ. კომპოზიციის კათედრის გამგე; 1936, 1938-1939წწ. ქ. ბაქოს კონსერვატორიისა და თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი და კონსულტანტი, 1942 წლიდან პროფესორი; მუსიკალური განათლების თვალსაჩინო მოღვაწე, კომპოზიტორთა აღზრდის მეთოდიკის შემქმნელი; კითხულობდა ლექციებს მელოდიის, მუსიკალური ფოლკლორის საკითხებზე; აგროვებდა და ამუშავებდა ფოლკლორს, აქვეყნებდა წერილებს; ქართველი მოწაფეები: ა. ბალანჩივაძე, რ. გაბიჩვაძე, გრ. კილაძე, ა. მაჭავარიანი; სხვა მოწაფეები: ნ. ბოგოსლავსკი, ი. ძერჟინსკი, გ. სვირიდოვი, ვ. სოლოვიოვ-სედოი, ო. ჩიშკო; რუსი მუსიკისმცოდნე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 402
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |