The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლერი მეძმარიაშვილი

ლერი მეძმარიაშვილი
Date of birth:4 February, 1935  (90 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1959 წელს.

მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" 1972 წლამდე და "საქქალაქმშენპროექტში" 1991 წლამდე. 1991-2001წწ. იყო საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი (ახლა ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი), კულტურის მინისტრის მოადგილე. ძირითადი ნამუშევრები: თსუ ახალი კომპლექსი (ავტორთა ჯგუფთან ერთად); 1967-1977წწ. უნივერმაღ "თბილისის", ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრისა და მეტროპოლიტენის სადგურის "თავისუფლების მოედნის" მიწისზედა ვესტიბიულის კომპლექსი (ავტორთა ჯგუფთან ერთად); თეატრები ცხინვალსა და სოხუმში; მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დავით აღმაშენებლის პროსპექტზე (მ ჩაჩანიძესთან ერთად); ჩაის სახლი ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე (დ. მორბედაძესთან ერთად); საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ადმინისტრაციული კორპუსი (რ. ბაირამაშვილთან და ი. ყავლაშვილთან ერთად); საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლი "მრგვალ ბაღთან" (რ. ბაირამაშვილთან ერთად); პედაგოგიური ინსტიტუტი ცხინვალში; სამუსიკო სკოლა ხაშურში; საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს მრავალფუნქციური შენობა პ. ჩაიკოვსკის ქუჩაზე და სხვა.

წყარო : თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.671; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.405

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სამშენებლო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1996-)

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1978 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: