Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრო ლეჟავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის მასწავლებელთა ინსტიტუტი 1893 წელს. რევოვოლუციურ მოძრაობაში ჩაება 90-იან წლებში. მისი ბინა თბილისის ერთ-ერთ უბანში, ჩუღურეთში, რევოლუციურად განწყობილი მოსწავლე - ახალგაზრდობის შეკრების ადგილად იქცა. 1893 წლიდან რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა სმოლენსკში, სადაც დააპატიმრეს არალეგალური სტამბის მოწყობისთვის. 2 წელზე მეტი დაჰყო პეტრე-პავლეს ციხეში, 5 წელი გადასახლებაში იყო იაკუტიაში. გადასახლების შემდეგ პარტიული მუშაობა განაგრძო ვორონეჟში, ნიჟნი-ნოვგოროდში (ახლანდელი გორკი), სარატოვსა და მოსკოვში. 1919-1920 წწ. "ცენტროსოუზის" თავმჯდომარე; 1921-1922 წწ. საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილი; 1922-1924 წწ. საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარი; 1924-1930 წწ. რსფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ერთდროულად რსფსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე; 1930-1937 წწ. სსრკ სუბტროპიკული კულტურების მთავარი სამმართველოს უფროსი, პარტიული ყრილობების დელეგატი. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.54; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.341-342 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |