The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ მინაშვილი

გურამ მინაშვილი
Date of birth:25 November, 1936
Date of death:1 March, 2015  (at 78 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

მაირანოს სახელობის თასის გათამაშების (იტალია) საუკეთესო მოთამაშე (1958); თბილისის "დინამოსა" (1953-1967) და სსრკ ნაკრების წევრი, რომის XVII ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1960), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959,1963), სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე პრიზიორი; 1957-1964 წლებში იყო სსრკ ნაკრების წევრი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში (1962). 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც რომში ჩატარდა, სსრკ ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. სსრკ-ის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, 1959 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე. დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გურამ მინაშვილი სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წმინდა გიორგის ხატითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამახსოვრო მაისურით დააჯილდოვა. კალათბურთელი. ისტორიკოს თამარ გამსახურდიას მეუღლე.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.677-678; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.440

Member of Organizations

  • სკკპ წევრი (1974-)

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1965 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: