The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ვაშაკიძე

თამარ ვაშაკიძე
Date of birth:8 April, 1957  (68 years)
Category:Linguist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ.თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართველური ენების სპეციალობით.

1980 წლიდან მუშაობს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 2000 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი. 1996-2006 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ს. ს. ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში. თამარ ვაშაკიძის კვლევის მიმართულებებია ქართული ენის მორფოლოგიის, სინტაქსის, სემანტიკის საკითხები. მეტყველების კულტურასა და ორთოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები: კომპიუტერული ლინგვისტიკა. იგი არის ავტორი მონოგრაფიისა "ზმნის აღწერითი წარმოება ძველ ქართულში" (1993). მისი ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოცემულია ლექსიკონები. მათ შორის "ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი" (2009) და "პარონიმების ლექსიკონი" (2010). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2001).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.197

Bibliography


Share: