| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა მიქელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1907 წელს. 1926-1930წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალი ფაკულტეტის კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის გამგე; 1930-1935წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე; 1935-1938წწ. ამავე ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის, პარალელურად ექიმთა დახელოვნების თერაპიის (1935-1938) კათედრების გამგე; პირველი ქართული საექიმო ჟურნალ "ექიმის" რედაქტორი (ს. ვირსალაძესთან ერთად, 1919); ჟურნალ "თანამედროვე მედიცინის" ერთ-ერთი დამაარსებელი და სხვა; შეისწავლიდა სოციალური ჰიგიენის, გასტროენტეროლოგიის, კურორტოლოგიის, ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიის საკითხებს. იგი იყო 2 სახელმძღვანელოს (1935, 1938) და 1 მონოგრაფიის "კლინიკური ანალიზები"-ს ავტორი. მან პირველმა აღწერა საქართველოში Q (ქიუს) ცხელება. თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტოტი (1924), პროფესორი (1930). ხელი აქვს მოწერილი 1918 წლის 26 მაისს მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე; დააპატიმრეს 1938 წლის აგვისტოში, ჯერ დახვრეტა მიუსაჯეს, შემდგომ 10 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს სასჯელი; სასჯელს ქ. ორიოლის (მოსკოვთან ახლოს) იხდიდა; ორიოლის მახლობლად, დათვების ტყეში დახვრიტეს 169 პატიმართან ერთად 1941 წლის 11 სექტემბერს; 1991 წლის 11 მაისს იქ მემორიალური დაფა აღმართეს. თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა. რეპრესირებული, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მასალები სისხლის წებოვნებისა და შედედების თვისებების შესასწავლად მალარიის დროს", დაიცვა 1924 წელს. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.681; კომპანია "ავერსი": aversi.ge; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.573-574; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

