Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შანშე ლეჟავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წკადისი, რაჭის მაზრა. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1910 წელს. ოდესის უნივერსიტეტში სწავლის დროს მუშაობდა სტუდენტთა სოციალ-დემოკრატთა წრეში, მონაწილეობდა გაზეთების "ისკრისა" და "ზარიას" გავრცელებაში, სტუდენტთა ინტერნაციონალურ გაერთიანება "ფაკელის" შექმნაში, რისთვისაც დააპატიმრეს და ოდესის ციხეში ჩასვეს. 1905 წელს პოლიციის ზედსამხედველობით დაბრუნდა თავის სოფელში. მან რაჭა-ლეჩხუმში ჩამოაყალიბა ბოლშევიკური ორგანიზაციები, ხელმძღვანელობდა წითელ რაზმს, რომელიც აქტიურად მოქმედებდა 1905 დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების დროს. 1905-1907 წწ. რევოლუციის დამარცხების შემდეგ რეპრესირებული იყო. 1906 წელს არალეგალურად გაემგზავრა ვენაში, დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი; შემდეგ ჟენევაში გაემგზავრა, სადაც პირადად გაიცნო ვ. ლენინი. 1909 წელს დაბრუნდა საქართველოში და კვლავ დააპატიმრეს. 1912 წ-დან პარტიული მუშაობა განაგრძო პეტროგრადში, მოსკოვში, რაჭის მაზრაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ხელმძღვანელობდა ფოთის ბოლშევიკურ ორგანიზაციას. მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოში მენშევიკების წინააღმდეგ გამოსვლებში, რისთვისაც დააპატიმრეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი ხელმძღვანელ პარტიულ და საბჭოურ სამუშაოებზე იყო. 1928 წელს მონაწილეობდა კომინტერნის VI კონგრესის მუშაობაში. არაერთხელ აურჩევიათ საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის და საქართველოს ცაკის წევრად. 1932 წელს აირჩიეს საქართველოს კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრად. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით აშენდა კურორტი შოვი და სხვა სამედიცინო დაწესებულებები. საინტერესო მოგონებები აქვს რევოლუციურ მოძრაობასა და პარტიულ მუშაობაზე. პროფესიონალი რევოლუციონერი, რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.197; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.345 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |