შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ჩარქსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უშგული. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრაზე ლაბორანტ-სტატისტიკოსად, 1960-1963 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის სტატისტიკისა და საბუღალტრო აღრიცხვის კათედრის ასისტენტი; 1964-1970 წწ. - საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1970-1974 წწ. - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1974-1980 წწ. - მაიაკოვსკის რაიონის პარტიის რაიკომის პირველი მდივანი, 1980 წლიდან საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "საქსახმიწპროექტის" დირექტორი; 1992-1995წწ. საართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს მიწადმოქმედთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მისი სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება მიწათმოწყობისა და მიწის კადასტრის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1971). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.682; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.145; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 365 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |