| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი მჟავია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ნოვოჩერკასის პოლიტექნიკურ სასწავლებელში, შემდეგ დაამთავრა გიორგი ჯაბადარის საესტრადო სტუდია 1920 წელს. პირველად სცენაზე გამოვიდა 1918 წელს, გიორგი ჯაბადარის ხელმძღვანელობით. 1920 წლიდან მიიწვიეს თბილისის ქართულ დრამაში (ახლანდელი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი), სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა. მის მიერ შექმნილ სახეებს ახასიათებდა დამაჯერებლობა, დრამატული სიმძაფრე, ემოციურობა. როლებიდან აღსანიშნავია ბარონი როზენი, შადიმანი (ს. შანშიაშვილის "არსენა", "გიორგი სააკაძე"), გარსია კასტრო (გ. მდივნის "ალკაზარი"), შმაგა, მამაევი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულოდ დამნაშავენი", "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"), შუისკი (ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), შპილბერგი (ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვ. წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.690; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.382 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

