The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო მუჯირი

ლადო მუჯირი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ მუჯირი
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:11 ივლისი, 1953  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:ანიმატორი, მხატვარი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ზუგდიდის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1923 წელს; 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე; 1933 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

თავდაპირველად დაიწყო მოძრავი დიაგრამების, აგიტაციური, ტექნიკური ხასითის მულტიპლიკაციური ფილმების გადაღება; 1929 წლიდან მუშაობდა რეჟისორ-მულტიპლიკატორად "სახკინმრეწვში"; 1930 წელს გადაიღო "შორს აკვანი" და "გაზაფხული" - ორი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი; მათი შექმნით იწყება ქართული მულტფილმის ისტორია, ამიტომ ქართული მულტიპლიკაციის დაბადების თარიღად 1930 წელი ითვლება; 1932 წელს გადაიღო მულტიპლიკაციური ფილმი "მეოთხე გადამწყვეტი წელი"; მოამზადა სცენარი და დაიწყო მხატვრული ფილმის "ჩქარი სვლით" გადაღება, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ვერ დაასრულა; 1945 წლის 21 აგვისტოს დაინიშნა მულტიპლიკაციური ფილმების საამქროს უფროსად; გადაღებული აქვს ფილმები: "არგონავტები" (1936), "გაიძვერა" (1936), "ჩიორა" (1938), "გადააჭარბა" (1941), "სამი მეგობარი" (1943), "ოქროს ბიბილო" (1947), "გაზაფხულის სტუმრები" (1947), "მამაცი მთამსვლელები" (1950, ა. ხინთიბიძესთან ერთად), "ფრთოსანი მეგობრები" (1950) და სხვა. მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორი და მხატვარი. ქართული მულტიპლიკაციის ფუძემდებელი.

წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.697; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: