Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მღებრიშვილი![]()
Biographyდაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს. 1930 წელს მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ფიზკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა 1935 წლამდე. 1931-1968წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზკულტურის კათედრას, იყო თსუ ფიზკულტურის ფაკულტეტის პირველი დეკანი (1935-1937). აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საექიმო კონტროლისა და სამკურნალო ფიზკულტურის სამეცნიერო საზოგადოების დაარსებაში (1963) და იყო მისი პირველი თავმჯდომარე. მისი შრომები ძირითადად ეხება სპორტული მედიცინის, ორგანიზმის გაკაჟებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს ავადმყოფთა ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხებს. სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950). წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.697 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |