The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ვაჩნაძე

ივანე ვაჩნაძე
Date of birth:10 April, 1899
Date of death:23 April, 1976  (at 77 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კარდანახი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა ვორონეჟის კადეტთა კორპუსში. 1918 წელს ჩამოვიდა საქართველოში. სწავლა განაგრძო იუნკერთა სასწავლებლის საცხენოსნო განყოფილებაზე. რუსეთ-საქართველოს ომში, 1921 წელს იბრძოდა კოჯორსა და ტაბახმელაში იუნკერთა სკოლის შემადგენლობაში. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ სწავლობდა საფრანგეთში, სენ-მექსანის სამხედრო სასწავლებელში. იყო ესკადრონის უფროსი. 1931 წელს მსახურობდა სომიურის კავალერისტთა სკოლაში. II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს ივანე ვაჩნაძე იბრძოდა გერმანელთა წინააღმდეგ საფრანგეთში. ტყვედ ჩავარდა, მაგრამ გაიქცა და 1940 წელს ჩრდილოეთ აფრიკაში შეუერთდა ფრანგულ არმიას. 1944 წელს იბრძოდა საფრანგეთსა და გერმანიაში. 1946 წლიდან ალჟირში მეთაურობდა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ქვედანაყოფს. 1951 წელს, სამხედრო სამსახურის დატოვების შემდეგ, ასწავლიდა სომიურის კავალერისტთა სკოლაში. ივანე ვაჩნაძეს საფრანგეთის ქვეშერდომობა არ მიუღია, ბოლომდე საქართველოს მოქალაქედ დარჩა. აღესრულა სომიურში. სკოლის დარბაზს, საიდანაც გამოასვენეს, მისი სახელი ეწოდა. ანდერძის თანახმად, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასფლაოზე. მიღებული აქვს საფრანგეთის რესპუბლიკის ჯილდოები, საფრანგეთის არმიის ოფიცერი.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.209

Awards and Honors

  • საფრანგეთის ეროვნული გმირი
  • საპატიო ლეგიონის ორდენი , პარიზის გათავისუფლებისათვის (2 ორდენი)
  • საბრძოლო ჯვარი

Share: